ხევსურეთი | KHEVSURETI | Хевсурети ხევსურეთი-khevsureti khevsureti

შატილობა 2016

10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. […]

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მქონე სოფლები ფშავ-ხევსურეთში

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების […]

არაბულების პოეზიის პრეზენტაცია

11 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ახალი გამოცემის – „არაბულები“ (პოეზია) – წარდგინებაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მხატვარ ბერდია არაბულის ნამუშევრების გამოფენა.

ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი “ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის. ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან […]

როგორ გამოიყურება მუცო – დაათვალიერეთ ციხე-სოფლის უნიკალური ნაგებობები

სოფელი მუცო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის არღუნის მარჯვენა შენაკადთან მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 49 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. მუცოში დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებსა და მთამსვლელებში. […]

ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი

ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. […]

არტ-ფესტივალი ჩირდილი 2015

არტ-ფესტივალი “ჩირდილი 2015“-ს პროგრამა თემა: ლიტერატურა 8-14 სექტემბერი 2015 8 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა 12:00 – თბილისიდან გამგზავრება 14:00 -15:00 – ჩარგალში ჩასვლა და ვაჟა ფშაველას მუზეუმის მონახულება 15:30 – 16:30 – ლანჩი სასტუმრო კორშაში 17:00 – „არტფესტ ჩირდილი 2014“ ფესტივალის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების და ფოტო გამოფენა, ჩირდილში. 17:15 – მონაწილე მწერლების წარდგენა, […]

ფოტო კონკურსი

ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. ✔ გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე, დაასათაურეთ (მაგ: სადაა გადაღებული, რა არის ფოტოზე…) ერთ მონაწილეს მხოლოდ 3 ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს. […]

Tags: , , , , ,

შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► […]

Tags: , , , ,

დები გოგოჭურების სოლო კონცერტი შატილში „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“

ულამაზეს ციხე-ქალაქ შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოს ანსამბლი „დები გოგოჭურები“ წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“. კონცერტის პირველ ნაწილში, რომელის დასაწყისიც იქნება 15:00 სთზე შატილის ქვითკირებში გაცოცხლდება წარსულის ჰანგები და მოისმენთ ხევსურეთისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც დაიწყება 19:00 სთზე შატილის ჭალაზე განთავსებულ სცენაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დების მიერ მთის მელოდიებზე დამუშავებული სიმღერები. […]


Instagram